png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იქმნება ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 02.05.2019
  • 13:46
იქმნება ამიერკავკასიაში ყველაზე განვითარებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია - გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ახალი ტრანსპორტი, ახალი პოლიციის შენობები, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორები, ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური აღჭურვილობა. მინისტრის თქმით, პირველად საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება ამიერკავკასიაში.
„საკითხი რასაც მინდა შევეხო გახლავთ ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები. მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გარეშე არ არსებობს თანამედროვე საპოლიციო მომსახურება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინფრასტრუქტურაში ფაქტობრივად დახარჯა 96-97 მილიონი. ეს არის ის ფული, რომელიც დაიხარჯა ახალი ტრანსპორტის, ახალი პოლიციის შენობების, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორების, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური აღჭურვილობის და ბევრი სხვა მიმართულებით. პირველად საქართველოში წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც იქნება ყველაზე მძლავრი და განვითარებული ამიერკავკასიაში. ჩვენ უახლოეს პერიოდში, ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. ეს იქნება ის კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად მოემსახუროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებოს და სხვა საგამოძიებო უწყებებსაც.

მაგალითად, დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზებული სისტემა, რაც ნიშნავს რომ, როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა ან მასრას, ან ტყვიას, მას დაახლოებით 400 000 ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, იმიტომ, რომ ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო 10 წლის შემდეგ. რეალურად, ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს პროცედურები დაგვყავს დაახლოებით ერთი დღის ფარგლებში, ოღონდ მას შემდეგ რაც მოვახერხებთ ამ ბაზის დიჯიტალიზებას. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ-ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც.

მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება სასაზღვრო პოლიციის როტაციას, მაგალითად, თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, საგანგებო სიტუაციებში მართვას, როდესაც ადამიანი გვიზიანდება მთაში, ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება 4 გამართული, რა თქმა უნდა და არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენი.

მოგეხსენებათ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი წელს დაუბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე პერიოდში, რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს მსხვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ობიექტების მშენებლობა - ზუგდიდში, ანაკლიაში.. ბევრგან - დაახლოებით 9 ობიექტი შენდება. გარდა ამისა, ხდება ავტოპარკის განახლება იმისთვის, რომ ჩვენ სახანძროებს ჰქონდეთ საშუალება სრულფასოვნად და ეფექტიანად მოემსახურონ მოქალაქეებს". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge