png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტს უმასპინძლა

  • პოლიტიკა
  • 03.05.2019
  • 15:34
მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს, რომელიც საქართველოში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის სესიის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებზე, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ამ კონტექსტში პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განიხილეს აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების პერსპექტივა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ მხარეს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას, ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრისას, ასევე ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge