png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

14 მაისი სამშობლოს დღედ უნდა გამოცხადდეს - ნუკრი ქანთარია

  • პოლიტიკა
  • 03.05.2019
  • 17:07
14 მაისი სამშობლოს დღედ უნდა გამოცხადდეს - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ითხოვს 14 მაისი "სამშობლოს დღედ" გამოცხადდეს. ნუკრი ქანთარიას მიერ ინიცირებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებები, გარდა 14 მაისის სამშობლოს დღედ გამოცხადებისა, ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, როგორც უქმე დღის გაუქმებასაც ითვალისწინებს.

"ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებების წინა პლანზე წამოწევა მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაციისათვის. თამარის მეფობის წლები საქართველოს ოქროს ხანად არის აღიარებული. ამ ისტორიულ ეპოქას სათავე დაუდო დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებებმა. დიდგორის ბრძოლა იყო გარდამტეხი საქართველოს გაერთიანების გზაზე და ქართული სახელმწიფოს აღმავლობის საფუძველი. ამ ბრწყინვალე მიღწევების “სამშობლოს დღესთან“ დაკავშირება და მისი აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. თამარის ხსენების დღე - 14 მაისი ეროვნულ დღესასწაულად - სამშობლოს დღედ - უნდა გამოცხადდეს და მასშტაბურად აღინიშნოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში, აგრეთვე უცხო ქვეყნებში მოქმედ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება. ამასთან, ყოველ წელს ამ დღესასწაულის ცენტრი უნდა იცვლებოდეს და აქცენტი გაკეთდეს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე ან რეგიონზე, სადაც მოხდება სამშობლოს დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა მოსახლეობისა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ”, - აღნიშნულია კნონპროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge