png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ივანიშვილს სურს, Fake სარჩელით "რუსთავი 2" ჩაიგდოს ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს - გრიგოლ ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 07.05.2019
  • 13:34
ივანიშვილს სურს, Fake სარჩელით "რუსთავი 2" ჩაიგდოს ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს - გრიგოლ ვაშაძე

 

ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ - "რუსთავი 2-ზე"- ამის შესახებ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელი,  ნინო ნიჟარაძის სარჩელს Fake უწოდა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედია გააჩუმოს. მისივე თქმით, მთელი ოპოზიციური სპექტრი "რუსთავი 2"-ის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმასაც კი მიმართავს.

„ძალიან მძიმე თემაზე მოგვიწევს ბრიფინგის გაკეთება. საარჩევნო კამპანიაში დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟის პარალელურად, ე.წ, ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ - "რუსთავი 2-ზე". "რუსთავი 2-ის" მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს”,- აღნიშნა ვაშაძემ.

„კონსტიტუციით არგათვალისწინებულმა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმმა 7-წლიანი მმართველობის თავზე საქართველო სამი უმწვავესი კრიზისით დააჯილდოვა - პოლიტიკური, სადაც ერთ მხარეს ე.წ. ხელისუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს - საზოგადოება, სოციალური, რაც მასობრივ ემიგრაციაში გამოიხატა და დაცარიელებული სოფლები და ქალაქები დაგვიტოვა, გაღატაკებული, გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული საქართველოს მოქალქე, ეკონომიკური, როდესაც ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროგრესული კარგად გათვლილი, მოფიქრებული, დასაბუთებული ეკონომიკური პროექტი გაჩერებულია, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპები კრიტიკას ვერ უძლებს.

"ამ კატასტროფის დროს ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი - დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც "რუსთავი 2" თუ ყველაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს, Fake სარჩელით "რუსთავი 2" ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. ე.წ. ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება "რუსთავი 2-ს" დაიცავს. გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი "რუსთავი 2-ის", ვიდრე "რუსთავი 2-ის", რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge