png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

  • პოლიტიკა
  • 08.05.2019
  • 15:42
 სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტს ეწვია და სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

პრეზიდენტს უნივერსიტეტში აღმოსავლეთ სწავლებათა ინსტიტუტის დირექტორმა იან მალიცკიმ და ქართველოლოგიისმიმართულების ხელმძღვანელმა დავით პოლბაიამ უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტმა ლექციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდეnტმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დიდი და პოზიტიური როლი შეასრულა პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივამ, 10 წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში აღნიშნული მიღწევების შემდეგ, დღეს საქართველო ცდილობს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა განავითაროს და ევროკავშირის კონკრეტულ პროგრამებში ჩაერთოს - განათლების, კულტურისა, თუ სატრანსპორტო სექტორების მიმართულებებით. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მიესალმება ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ორიენტირებულია განვითარებაზე, რათა წარმატებით გაიაროს წევრობამდე დარჩენილი გზა.

​სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე ხაზი გაუსვა შავი ზღვის მნიშვნელობას, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირის პროექტებთან მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო - პოლონეთის განსაკუთრებულ, ორმხრივ ურთიერთობებზე და ვარშავის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებას კი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწოდა.ლექციის შემდეგ სტუდენტებმა შეკითხვები დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტს, დაინტერესდნენ: საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით და როგორ ხედავს საქართველო კონფლიქტის გადაწყვეტის გზას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების იმედი აქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge