png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩვენს ისტორიაში, ახლა, მართლაც ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.05.2019
  • 10:17
ჩვენს ისტორიაში, ახლა, მართლაც ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან - სალომე ზურაბიშვილი

ახლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან - ასე შეაფასა სიტუაცია „პოლონური პრესის სააგენტოსთან“ საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მისი აზრით, საქართველოს ნატოში მიღება არა ქართულ რეფორმებზე არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„საქართველოს გეგმები ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ძალზე ნათელია და ჩვენ ძალზე მარტივად შევძლებდით ამ ორგანიზაციაში შესვლას თუნდაც ხვალ დილით რადგანაც პრაქტიკულად ყველა საჭირო რეფორმა ჩავატარეთ და ყველა აუცილებელი მოთხოვნა და სტანდარტი დავაკმაყოფილეთ. თუკი ხვალ დილით მოგვეცემოდა ნატოში შესვლის სამოქმედო გეგმა, საქართველოს სულ ორი თვე დასჭირდებოდა რომ საწევრო მოთხოვნები საბოლოოდ დაეკმაყოფილებინა“, - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის აზრით, ეს საკითხი ნამდვილად არაა დამოკიდებული ქართულ რეფორმებზე, სტანდარტების დაკმაყოფილებაზე, სამხედრო ხარჯებზე და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე. მისი შეფასებით, ეს საკითხი „პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“.

„ჩვენს ისტორიაში ახლა მართლაც ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან „- ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა რომ საქართველოს ლტოლვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და შიდა ქართლის (ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“) ოკუპაციამაც კი ვერ შეაჩერა.

„ვთვლი რომ შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შიშებით ცხოვრება. საქართველოსთვის ყველაზე უარესი უკვე მოხდა - მისი ტერიტორიებია ოკუპირებული, თუმცა ამან ვერ შეაჩერა და ვერც შეაჩერებს საქართველოს კურსს, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენაა მიმართული“,- დაამატა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა: „ზუსტად ამ კურსის შენარჩუნებაა უმთავრესი წარმატება“.

რუსეთი წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც არის საფრთხის, დაშინებისა და წნეხის წყარო. იგი ათასგვარ პროვოკაციებს ახორციელებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განუწყვეტლივ ავითარებს სამხედრო ბაზების ქსელს და ღიად ატარებს რუსიფიკაციის პოლიტიკას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge