png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მიხეილ სააკაშვილი ფლორიდაში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული - არჩილ თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 14.05.2019
  • 15:44
მიხეილ სააკაშვილი ფლორიდაში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული - არჩილ თალაკვაძე

მიხეილ სააკაშვილი მაიამიში, ფლორიდაში ფეშენებელური ვილისა და ოკეანის პირას ახალი სახლის ყიდვით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი არ ერიდებიან რეალობის დამახინჯებას, თავიანთი დანაშაულების შესახებ სხვებს ესაუბრებიან და საზოგადოება შეცდომაში შეყავთ.

„ეს არის თქვენი სახე. არ შეიძლებოდა ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წელს თითქოს ბიძინა ივანიშვილი გაკოტრებული შემოვიდა პოლიტიკაშიო. ეს არის უტიფარი ტყუილი, რადგან „ფორბსის“ სიას თუ ჩავხედავთ, სწორედ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება იყო ყველაზე მეტი და „ფორბსის“ სიით, 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ქონება იყო ყველაზე მაღალი ნიშნულით შეფასებული. ეს არის, როგორი მატყუარებიც ხართ და როგორ შეცდომაშიც შეგყავთ საზოგადოება. ასევე აქ არის მედია და მინდა, მედიას პირდაპირ მივმართო. რაც ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილმა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა მელიქიშვილის გამზირი, „ჰაიდელბერგ-ცემენტი“, „გალერეა თბილისი“, სასათბურე კორპორაციები და სხვა ჩამონათვალიც იყო, რაც ღიმილისმომგვრელია. ღიად გთავაზობთ მედიას, გავხსნათ პლატფორმები და თითოეულ პროექტზე დეტალურად ვისაუბროთ. ვნახოთ, ეს ჩამონათვალი, რაც „ნაცმოძრაობამ“ და სააკაშვილმა გააკეთეს, სინამდვილეში რა არის სიმართლე და რეალობა, რადგან ეს ხალხი არ ერიდება რეალობის გადაკეთებას, გადაფუთვას, დამახინჯებას და თავისი ცოდვების, დანაშაულების შესახებ სხვას ესაუბრებიან. ეტყობა, ამით გარკვეულ განტვირთვას ახდენენ, მაგრამ გპირდებით, რომ ამ არჩევნებშიც დაინახავთ, თუ რა რეაქცია აქვს ხალხს თქვენს სიცრუეზე, იმ დეზინფორმაციაზე, რასაც ყოველდღიურად ავრცელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge