png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 15.05.2019
  • 11:38
ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

მამუკა ბახტაძეს ასკარ მამინმა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მაღალ დონეზე და სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

აღინიშნა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას და ამ კონტექსტში ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება, მათ შორის პორტების განვითარების გზით.

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გააქტიურების კუთხით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარების მნიშვნელობას და ამ პროცესში ორი ქვეყნი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს.

მხარეების შეფასებით, საქართველო და ყაზახეთი ისტორიულად კარგი პარტნიორები არიან და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, თუმცა შესაძლებელია კიდევ უფრო მეტის გაკეთება.

საქართველოს დელეგაცია მიესალმა ყაზახი ინვესტორების დაინტერესებას, ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ინვესტიციები ლოგისტიკის სფეროში, ასევე განავითარონ სხვადასხვა სახის გადამამუშავებელი წარმოება.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები რეგულარული გახდება და სხვა ქალაქებიც დაემატება.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მემორანდუმები სოციალურ-შრომით და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე - შეთანხმების ოქმი საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ და საგზაო რუკა 2019-2022 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების შესახებ. დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge