png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.05.2019
  • 16:33
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები - სააკაშვილი

ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხულოს სამხატვრო გალერეისა და ხულოს ყოფილი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მისამართით გაკეთებული განცხადების კრიტიკას.

"ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას. ბოდიში იმისთვის,რომ გააჩერეს სათხილამურო კურორტების მშენებლობა,ყველა სასტუმრო კომპლექსი და მისასვლელი გზა... ბოდიში იმისთვის,რომ მოკლეს გოდერძის გვირაბის პროექტი,შეაჩერეს ჩემს მიერ დაწყებული ხიხანის რეაბილიტაცია..

ბოდიში აქვთ მოსახდელი,მათ შორის,იმისთვის,რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს, მაშინ,როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს...

ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები... მაგრამ,ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას, მათ შორის, უახლოეს დღეებში, ხულოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში, ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხულოში სამხატვრო გალერეა ხულოს ყოფილი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მეუღლის დასაქმების მიზნით გახსნეს და ანზორ ბოლქვაძეს დეგრადირებული უწოდა.

სააკაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ფარჩაკი და შარლატანების ბელადი უწოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge