png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენ - მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიაზე

  • პოლიტიკა
  • 17.05.2019
  • 14:08
მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენ - მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიაზე

სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტების კითხვას, რამ მისცა გიორგი ქობულიას სახელმწიფო კომპანიებში კორუფციის არსებობაზე საუბრის საბაბი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თეორიული საუბრის ნაცვლად, უნდა დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, თუ ასეთები არსებობს და ამ შემთხვევაში ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.

“მე არაერთი კომენტარი გავაკეთე გიორგი ქობულიას გამონათქვამებზე. სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენ. ზოგადად, ჩვენ, მართვაში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები. ბოლო თვის, ბოლო კვარტლების შედეგები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მთავრობის ბოლო სხდომაზე ჩემს მიერ მოტანილი კონკრეტული სტატისტიკა ამის ყველაზე მყარი არგუმენტია. რაც შეეხება თეორიებში საუბარს, სჯობს, ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოს. შემიძლია დაგპირდეთ, რომ როდესაც კონკრეტული ფაქტი იქნება, რომ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე, გარეულია კორუფციაში, ჩვენ და კანონი ვიქნებით ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია მივცე ყველას და სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სულისკვეთება”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge