png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი ტალინში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 17.05.2019
  • 16:30
სალომე ზურაბიშვილი ტალინში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება. პრეზიდენტმა ესტონეთის პრემიერი იური რატა ტალინში გამართული შეხვედრისას მოიწვია.
ესტონური მხრიდან არსებობს მზაობა და ქართულ მხარეს აქვს მაღალი მოლოდინი, რომ კონფერენციას ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენელიც დაესწრება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.
არჩევნების შედეგად ესტონეთში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა და საქართველომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიიღო მხარდაჭერა ყველა იმ წამოწყებაში, რასაც საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში ახორციელებს.
​შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობას და განსაკუთრებული ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით ესტონეთთან წარმატებულ ურთიერთობებს. არაერთი ქართველი სტუდენტი მაღალკვალიფიციურ განათლებას იღებს ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მიხეილ ნინუას განცხადებით, ასევე მივიღეთ მხარდაჭერა ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge