png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

  • პოლიტიკა
  • 27.05.2019
  • 12:33
ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. დეპუტატმა საზოგადოებას გუნდის წევრები წარუდგინა.

ეკა ბესელიას გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან. ბესელიას თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტია 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"მჯერა, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლება, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სწორედ სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის... პარტია დაფუძნდება 20 ივნისს, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი თანამოაზრე", - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსების საფუძვლად ქვეყანაში არსებულ უსამართლო მდგომარეობას ასახელებს.

"ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სამართლიანობის იდეა იყო ის ბარიერი, რის გამოც „ქართულ ოცნებასთან“ მათი გზები გაიყო. აქედან გამომდინარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ სამართლიანობა არის იდეა, რომლის ირგვლივაც მისი გუნდი ერთიანდება.

"ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, მე არ დავუკარგავ ამ საავტორო უფლებას პროფესორ მინდია უგრეხელიძეს, ეს არის ცნობილი ტრიადა, რომლითაც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო. ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცთომლად, ისე როგორც ის არის, შეფასება და ამ მოცემულობას იღებ, როგორც არის, სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა, ყველა საკითხი, ყველა მიმართულება და სამართლიანობა, როგორც მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო. ეს არის სწორედ ის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა, იდეოლოგიით, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. ჩვენი საგარეო კურსი ქვეყნის არჩეული, მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყო შეუქცევადი და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად და ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეფუძნებოდეს ეროვნულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მის პატივისცემას და მის დაცვას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge