png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩრდილოეთ კორეაში, აშშ-სთან სამიტის ჩაშლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები სიკვდილით დასაჯეს

  • მსოფლიო
  • 31.05.2019
  • 10:12
ჩრდილოეთ კორეაში, აშშ-სთან სამიტის ჩაშლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები სიკვდილით დასაჯეს

 

სამხრეთკორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში მაღალი თანამდებობის პირების დახვრეტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც სამხრეთკორეული გაზეთი  „ჩოსონ ილბო“ წერს, ჰანოიში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის სამიტის ჩაშლის შემდეგ ფხენიანმა დახვრიტა აშშ-სთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი კიმ ჰიოკ ჩხოლი.

გაზეთის ცნობით, კიმ ჰიოკ ჩხოლთან ერთად ასევე სიკვდილით დასაჯეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ.

გამოცემის წყაროს მტკიცებულებები არ მოყავს, თუმცა ირწმუნება, რომ სასიკვდილო განაჩენი ჯერ კიდევ მარტში, ფხენიანის ახლოს, მირიმის აეროდრომში შედგა.

ამასთან უნდა ითქვას, რომ ასეთი ინფორმაციები პირველად არ ვრცელდება. მედია მტკიცებულებების არარსებობას ჩრდილოეთ კორეის ჩაკეტილობით ხსნის, თუმცა ადამიანებს, რომელთა სიკვდილით დასჯის შესახებაც სამხრეთკორეული მედია იუწყებოდა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ცოცხლებსა და უვნებლებს ხედავდნენ.

ასე მოხდა ჩრდილოეთკორეელი მომღერლის ჰიონ სონ ვოლის შემთხვევაშიც, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან რომანს მიაწერენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰიონ სონ ვოლი და კიდევ 11 მუსიკოსი პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადებისა და ბიბლიის შენახვისთვის დახვრიტეს. მაგრამ ერთი წლის შემდეგ მომღერალი სახელმწიფო ტელევიზიით გამოჩნდა. ასევე არ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინის ბიძა მისი ბრძანებით ძაღლებს დააგლეჯინეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge