png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სუდანში დემონსტრანტების დაშლის შედეგად 35-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

  • მსოფლიო
  • 04.06.2019
  • 10:06
სუდანში დემონსტრანტების დაშლის შედეგად 35-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ხართუმში კარვების ბანაკის დაშლის შედგად 35-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა. ამის შესახებ სუდანის ოპოზიციური კომიტეტი იუწყება.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო შტაბ-ბინის წინ სამხედრო საბჭოს მიერ მოკლულია 35 ადამიანი, ასობით დაჭრილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

აღნიშნულია, რომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან შეიარაღებული სამხედროები საავადმყოფოს ირგვლივ იმყოფებიან და ექიმებს თავს ესხმიან ან აკავებენ. ამის გარდა, სამხედროებმა ცხედრების დიდი რაოდენობა მდინარე ნილში გადაყარეს.

სუდანის არმიამ ხართუმის ცენტრში თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ კარვების ბანაკის დაშლა ორშაბათს დილით დაიწყო. გავრცელებული ცნობით, სამხედროები იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. უსაფრთხოების ძალაბის მიერ გადაკეტილია ხართუმის ყველა ცენტრალური ქუჩა.

სუდანის ოპოზიცია გარდამავალ სამხედრო საბჭოს მშვიდობიანი აქციის დარბევაში ადანაშაულებს და მოსახლეობას ხელისუფლებისგან სამხედრო საბჭოს დაუყოვნებლივ ჩამოსაშორებლად  მასობრივი პროტესტებისკენ მოუწოდებს.

სუდანში სამხედრო გადატრიალება 11 აპრილს ოთხვთიანი სახალხო პროტესტების ფონზე მოხდა. პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გაადააყენეს, შემდეგ კი დააპატიმრეს. ხელისუფლებას არმიის მიერ ფორმირებული გარდამავალი სამხედრო საბჭო დაეუფლა, რომელმაც განაცხადა, რომ ორი წლის ვადაში ძალაუფლებას არჩეულ ხელისუფლებას გადასცემდა. თუმცა ქვეყანაში სახალხო პროტესტი არ ცხრება, დემონსტრანტები მოითხოვენ სამოქალაქო მმართველი ორგანოს ფორმირებას და მისთვის ყველა უფლებამოსილების გადაცემას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge