png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

  • პოლიტიკა
  • 10.06.2019
  • 10:55
სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 ივნისს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში გაემგზავრება და ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება, ამიტომ ორგანიზაციის ლიდერებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მიეღო მაღალი რანგის სტუმრებს - კონფერენციას ესწრება 40 ქვეყნის ლიდერი და 190- მდე ქვეყნის 5000 დელეგატი.

"საქართველოს პრეზიდენტი მისასალმებებელი სიტყვით მიმართავს კონფერენციის დელეგატებს და საქართველოს რეფორმებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე და ჩვენი ქვეყნის შრომის კანონმდებლობის, თუ დასაქმების მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრობლემატიკაზე ისაუბრებს", - აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ჟენევაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და გამომდინარე ღონისძიების ფორმატიდან კოლეგებთან შეხვედრები იქნება, როგორც პროტოკოლური, ასევე არაფორმალური.

რეფორმები, მიღწევები, გამოწვევები და საქართველოს შრომის კანონმდებლობა - ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში, 11 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერეციაზე გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge