png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აშშ არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას - სახელმწიფო დეპარტამენტი

  • პოლიტიკა
  • 11.06.2019
  • 09:36
აშშ არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას - სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს - ამის შესახებ შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია და ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პრესსპიკერმა მამუკა ბახტაძის და მაიკ პომპეოს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა. ამ შეხვედრის წინ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია - ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სახელმწიფო მდივანი ელოდება, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთელი რიგი ორმხრივი საკითხები განხილვის შესაძლებლობას,"-განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართა. ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge