png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკა-ს ინსტრუქტორი - გიგა ბოკერია უმრავლესობას

  • პოლიტიკა
  • 11.06.2019
  • 13:30
თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკა-ს ინსტრუქტორი - გიგა ბოკერია უმრავლესობას

თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, ცეკა-ს ინსტრუქტორი, 9 აპრილის მერე კომპარტიის ცეკა-ს ინსტრუქტორი იყო. თქვენ გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის მერე, თქვენ გყავთ გუგული მაღრაძე პარტკომი იყო ამ ყველაფრის მერე, ვის უკითხავთ თქვენ მორალს, ვის? – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა მიმართა გიგა  ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

„დაჭერილი ადამიანის ბედით ვაჭრობა, ადმინისტრაციული რესურსი მთელი გამგეობების ნათესავებიანად, სიპებისა და აიპების ხალხი გამოჭიმული უბნებზე, უბინძურესი კამპანია თქვენს პროპაგანდისტულ ორგანოებში, „იმედით“ დაწყებული, სოციალური ქსელებით გაგრძელებული, ამ ორი ამაზრზენი პოლიტიკური წარმონაქმნის – ნაცვლიშვილსა და შალვა რამიშვილის მეთაურობით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ისინი კრიმინალების არჩევნებში პირველ ტურში გამოყენებაში დაადანაშაულა.

„თქვენ, ბატონო კობახიძე, ბრძანეთ, რომ ოპოზიცია იყენებდა პირველ ტურში კრიმინალებს. როგორც გჩვევიათ, ტალახი ისროლეთ ყოველგვარი ფაქტების გარეშე ისე, უბრალოდ, თითქოს ვერავინ ვერ მიხვდება, რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ კრიმინალს, ვერ დააფარებს ხელს, ვერ უმფარველებს და ვერაფერი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, კრიმინალური სამყაროს წევრები საარჩევნო უბანზე ახალგაზრდა გოგოებს შუაზე გაჭრით ემუქრებოდნენ, რაც გადაღებულია.

„მოვისმინე თქვენი ყველა თავმომწონე, ტრიპაჩული განცხადება, როგორ მოიგეთ. შევეჩვიეთ მოგებასო – ღიმილით თქვა ჩვენმა სანდომიანმა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი დაგმობა არ მომისმენია თქვენი, ერთი დაგმობა, ზრდილობისთვის რომ გეთქვათ, ვგმობთ, ახალგაზრდა გოგოს შუაზე გაჭრით რომ ემუქრებიან და უბინძურესად აგინებენ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. ამასაც კი ვერ იძახით გარკვევით, იმდენად ხართ დამოკიდებული და იმდენად გაქვთ პოლიტიკური ზნეობა დაკარგული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge