png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ამ ტოქსიკურმა პარტიამ წააგო მორიგი არჩევნები და იმასაც არ კადრულობენ, მხარდამჭერებს აუხსნან, სინამდვილეში რატომ წააგეს - თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 11.06.2019
  • 15:28
ამ ტოქსიკურმა პარტიამ წააგო მორიგი არჩევნები და იმასაც არ კადრულობენ, მხარდამჭერებს აუხსნან, სინამდვილეში რატომ წააგეს - თალაკვაძე

ამ ტოქსიკურმა პარტიამ წააგო მორიგი არჩევნები, როგორც ეს არაერთხელ წააგო და ახლა, წარმოიდგინეთ, რა დონის პოლიტიკურ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, რომ იმასაც არ კადრულობენ, თავის მხარდამჭერებს, საზოგადოებას აუხსნან, სინამდვილეში რატომ წააგეს ეს არჩევნები - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპულ საქართველოს” მიმართა. 

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ შუალედურ ჩკონკრეტული პრობლემაზე ორიენტირებული დაპირება არ ჰქონდა და მას ჰქონდა ერთადერთი ლოზუნგი, რაზეცვ საზოგადოებამ პასუხი გასცა.

“ვინმეს აქ მყოფს თუ გახსოვთ, რას პირდებოდნენ ეს ბატონები და ქალბატონები შუალედურ არჩევნებში საზოგადოებას? რა იყო მათი მთავარი დაპირება, რამე გინახავთ კონკრეტული პრობლემაზე ორიენტირებული დაპირება? იმიტომ, რომ ამ ხალხს დაპირებები არ ჰქონდათ, მათ ჰქონდათ ერთადერთი ლოზუნგი და ამ ლოზუნგებზე საზოგადოებამ გასცა პასუხი. თქვენს ლოზუნგებზე მიიღეთ პასუხი ამ შუალედურ არჩევნებში”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მაღალი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა აქვს, ოპოზიციის მიერ დადებული კონკრეტული დაპირება კი არავის უნახავს.

"შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქართულ ოცნებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეფორმები, დაწყებული საკონსტიტუტიცო რეფორმიდან, დასრულებული სხვა რეფორმებით, იყო ეს ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, დაგვანახა, რომ საზოგადოება ზუსტად და სამართლიანად აფასებს იმ მიღწევებს და გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს და ამ გამოწვევების მოსაგვარებლად, ისევ ქართულ ოცნებას აძლევს ხმას, იმიტომ, რომ ამ ხალხის მოგვარებული ან ამ ხალხის დადებული კონკრეტული დაპირება, ჩვენ შუალედურ არჩევნებზე, ვერ ვნახეთ გარდა იმისა, რომ ზუგდიდის არჩევნებში გვემუქრებოდნენ, ზევიდან გაკვირდებითო, ალბათ სატელიტს გულისხმობდნენ და თუ იმ ზევიდან ვერ დაინახეთ რატომ წააგეთ, ძალიან ცუდია", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge