png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

განცხადებები ნატო-ში საქრთველოს დაჩქარებული წესით მიღებაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს - კარასინი

  • პოლიტიკა
  • 14.06.2019
  • 12:27
განცხადებები ნატო-ში საქრთველოს დაჩქარებული წესით მიღებაზე  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს - კარასინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანიმაიკ პომპეო ღია განცხადებას აკეთებს, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება, რაცრუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 13 ივნისს პრაღაში აბაშიძესთან შეხვედრის დაწყბამდე რადიო თავისუფლებასთნ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად მყარდება ნორმალური ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის, მით უფრო მეტად იგრძნობა ნერვიულობა ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

კარასინის თქმით, დასავლეთი ფოქრობს, რომ საქართველო უკვე გარკვეული ბლოკის შემადგენელი ნაწილია, და  რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შემთხევაში მასზე დაყრდნობას შეძლებს.

 „ეს ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო უკვე არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც შესაძლებელია დაყრდნობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული არამეგობრული მოქმედების შემთხვევაში, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასია უშუალოდ მდებარეობს ჩვენი საზღვრების მახლობლად. და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (მაიკ) პომპეო ღია განცხადებას აკეთებს, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება”, - განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს.

საუბარი შეეხო ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრასაც, რომელზეც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

კარასინმა ჟურნალისტის მიერ პომპეოს განცხადების ციტირების შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარებით, თუმცა რაც რუსეთსა და ჩინეთზე ითქვა, მისთვის მიუღებელია.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ ხელს გვაძლევს", - განაცხადა კარასინმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge