png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

  • ეკონომიკა
  • 18.06.2019
  • 11:44
საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის - extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს. პლატფორმა საკუთარი ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას, როგორც მომხმარებლებს (C2C), ასევე ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (B2C). აღსანიშნავია, რომ პლატფორმას თვეში დაახლოებით 350,000 ვიზიტორი სტუმრობს. ამჟამად, მასზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 80,000 მომხმარებელი, განთავსებულია 100,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და მომსახურება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ extra.ge საძიებო სისტემებში კარგად არის პოზიციონირებული და აქვს მართვის მოქნილი ინსტრუმენტები. პლატფორმის ინვესტირებით საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული ტექნოლოგიების ადგილობრივ ბაზარზე განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიას, რაც არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს მისცეს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ კიდევ უფრო მეტი სარგებელი ბანკთან ურთიერთობით.

საქართველოს ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით პლატფორმა გახდება კიდევ უფრო მეტად დინამიური, მსხვილმასშტაბიანი ციფრული სავაჭრო სივრცე, პროდუქტის და მომსახურების ფართო არჩევანითა და სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილებით.

extra.ge-ის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილება და არჩევანი საუკეთესო ფასად. სს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება პლატფორმაზე სრულად ინტეგრირებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ახალი შესაძლებლობა. მომხმარებელი შეძლებს წინასწარ დამტკიცებული განვადების, სესხის გააქტიურებას, სს საქართველოს ბანკში არსებული მოქნილი ერთჯერადი ავტორიზაციისა და გადახდის სისტემებით სარგებლობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ციფრული პლატფორმების წარმატებით გაფართოებას, რათა შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება ჩვენი მომხმარებლისათვის. extra.ge-ი გახლავთ ახალი ციფრული შეთავაზება, მარტივი და კომფორტული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან საუკეთესო გარიგება დადონ, ისარგებლონ სს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის ფინანსური საბანკო მომსახურებით. პლატფორმა საქართველოს ბანკის გუნდის მხარდაჭერით განახლდება და ის როგორც საცალო ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი სამომხმარებლო გამოცდილების მისაღებად და ბიზნესის დინამიურ, მოქნილ ციფრულ გარემოში გასავითარებლად",- განაცხადა საქართველოს ბანკის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge