png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება გრძელდება

  • ეკონომიკა
  • 17.12.2015
  • 18:00
აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება გრძელდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ტრენინგის ფარგლებში იგეგმება 145 ადამიანის გადამზადება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა.

ტრენინგს ძირითადად კვებისა და განთავსების ობიექტების მენეჯერები, მიმტანები, დამლაგებლები, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლები და ტუროპერატორები ესწრებიან. ტრენინგის მიზანი რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესებაა. ტრენინგი სასტუმრო „ჰილტონში“ 13 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემებერს დასრულდება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აქტიურად ეწევა. მიმდინარე წლის დასაწყისში დეპარტამენტმა უკვე გადაამზადა ტურიზმის დარგში დასაქმებული 155 ადამიანი. წლის ბოლოს, კი ეს რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.

„როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ტურიზმის სფეროში არსებობს პრობლემები მარკეტინგსა და გაყიდვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ონლაინ გაყიდვებს ვგულისხმობ. ჩვენი ტრენინგების თემატიკაც ამ კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა. ჩვენ გვსურს გადავამზადოთ ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული კადრები, რათა ტურიზმის ინდუსტრია მზად იყოს, როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის სეზონისთვის. 2016 წლიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იწყებს ტრენინგების ახალ პროგრამას, რომელსაც ჩვენი გერმანელი ექსპერტი ჰანს ულიხ ტროსიენი უხელმძღვანელებს. პროგრამა ბენეფიციარებისთვის ყოველკვირეული სემინარ-ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენ გადმოგვეცა ტექნიკური აღჭურვილობაც, რომლითაც მოვახდენთ როგორც ტრენინგების, ასევე საჯარო ლექციების ვიდეო ჩაწერასაც მათი შემდგომი გავრცელების მიზნით. მსგავსი სემინარ-ტრენინგები საბოლოო ჯამში დადებით შედეგს გამოიღებს ტურიზმის სერვისების გაუმჯობესების და დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით“, აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge