png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მეამაყებით და მეამაყება ეს მოედანი, სადაც იწერება ისტორია ახალი საქართველოსი - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდა

  • პოლიტიკა
  • 25.06.2019
  • 23:29
მეამაყებით და მეამაყება ეს მოედანი, სადაც იწერება ისტორია ახალი საქართველოსი - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდა

აი, ესე იწერება ეს ისტორია და ისტორია იქნება ძალიან კარგი, - ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ დღეს პარლამენტის წინ მდგომი ადამიანები წერენ საქართველოს ისტორიას.

„მეამაყებით, ძალიან. მეამაყება დღევანდელი საქართველო, ძალიან. მეამაყება ეს მოედანი, სადაც იწერება ისტორია ახალი საქართველოსი. და ეს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით: "ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი"... აი, ასე იწერება ეს ისტორია და ეს იტორია იქნება ძალიან კარგი. ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი ერთი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი, დღეს, არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ, რომ თქვენ ხართ ამით შედაურაბებული. ჩვენმა თაობამ ეს გააკეთა 30 წლის წინ, ძალიან მტკვნეულად. მაშინაც, აქ დაიღვარა სისხლი უმანკო ბავშვების. და ამ სისხლმა, მისმა მისტიკამ დაანგრია უდიდესი იმპერია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან აქციის მონაწილეებს ურჩია ის სიმტკიცე რომელიც ახლა აქვთ, შეინარჩუნონ.

„მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ, ძალიან სუსტი ილეთები და ხრიკები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა, რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. ძალიან მდარე და უკვე გაქარწყლებული. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა. ამიტომ მე დღეს მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი. სიმტკიცე და არ დაშვება ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომისა. რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა და გადავეკიდეთ ერთმანეთს. თუნმდაც ის, რომ არ იცვლება მოთხოვნები და ეს მოთხოპვნები არის ძალიან მტკიცე. ეს პოლიტიკურად არის სწორი. აქ მე დავინახე სიმტკიცე და ამას აქვს გამარჯვებები. ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მეექვსე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომას, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალას გადაამეტა.

აქციის მონაწილეების ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა.

20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მონაწილე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კი, მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge