png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გახსოვდეთ, როდესაც პუტინი კვლავ დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება - უკრაინელი დეპუტატის მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

  • პოლიტიკა
  • 27.06.2019
  • 11:13
გახსოვდეთ, როდესაც პუტინი კვლავ დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება - უკრაინელი დეპუტატის მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა გააპროტესტა და ორგანიზაცია ღირებულებების გაყიდვაში დაადანაშაულა.

"ძვირფასო კოლეგებო, დღეს ვაჭრობის დღეა, დიდი ფასდაკლება. ყველა ჩვენი ღირებულებები გავყიდეთ 77 მილიონ ევროდ, დემოკრატია - 25-ად, ადამიანის უფლებები - 25 მილიონად. კანონის უზენაესობაც, ამდენივედ. ეს კარგი ფასია. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვიანგარიშოთ. ამ კვირაში ევროკავშირმა მილიონობით გული დაკარგა - უკრაინელების გულები, ესტონელების, ქართველების, ლიეტუველების, ლატვიელების, პოლონელების, ბრიტანელების. ერთი გული, დაახლოებით, 50 ცენტად. ეს კარგი ფასია.

მე მოვისმინე, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა დავიცვათ ისინი. მე მაქვს თქვენთვის შემოთავაზება: მოდით, მოვიწვიოთ სირია ჩვენს ორგანიზაციაში, იმიტომ რომ თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, უმჯობესია, რომ ბაშარ ასადი იყოს აქ, შიგნით და არა - ჩვენი ორგანიზაციის გარეთ.

მთელი ცხოვრება მიმაჩნდა, რომ ხალხისთვის, რომელსაც მართავს ტირანი, უკეთესია, იბრძოლონ ტირანის წინააღმდეგ და არ ისხდნენ მასთან ერთად.

რუსეთის წარმომადგენელმა, ბატონმა ტოლსტოიმ ყველას მოგვმართა: ჩვენ აქ გაშლილი ხელებით ვართ. ჩვენ კი ზუსტად ვიცით, რომ თქვენს გაშლილ ხელებში: გაზი “ნოვიჩოკია” მოსაწამლად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკი” იმისთვის, რომ ჩამოაგდოთ თვითმფრინავები, სისტემა “გრადი” გასანადგურებლად.

უნდა გახსოვდეთ, როდესაც შემდეგში პუტინი დაიწყებს დახოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც იმყოფება რუსეთის ციხეში არაფრის გამო, უკვე ხუთ წელზე მეტია, ამბობდა: “თუ ჩემი ბედია, ვიყო ლურსმანი ტირანის კუბოს სახურავზე, თანახმა ვარ ასეთი ბედის.” თუ უკრაინის ბედია, იყოს მარტო ტირაანის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, რომელიც, უბრალოდ ჩვენთან მოვიდა, - კარგი, დაე, იყოს ასე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ არასდროს დავნებდებით და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ! და ვიცი, რომ ეს, ასეც იქნება!” - განაცხადა გონჩანერკომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge