png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა - გიორგი გახარია

  • სამართალი
  • 27.06.2019
  • 21:01
ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა - გიორგი გახარია

ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე",- აცხადებს შს მინისტრი 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრისას. 

გიორგი გახარია ამბობს, რომ ის მიჯნავს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მიუღებლად მიაჩნია, როდესაც საზოგადოების ნაწილი პოლიციას სახალხო სასამართლოს უწყობს. 

შინაგან საქმეთა მინისტრისთ თქმით, ძალის გამოყენებამდე რაც მოხდა ამაზე მსჯელობაც საჭიროა. მისი განცხადებით, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა. მინისტრი ამბობს, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, როცა ხდებოდა შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე.  

"ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არ დაწყებულა ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც  იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად საზოგადოების მხრიდანაც.

ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ რა თქმა უნდა მე, მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად, ვთვლი,რომ პოლიციამ გამოიყენე ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც არის გამოსაძიებელი, ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს ვარ აქვს და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ბულინგის სახით ცდილობს მოუწყოს სასამართლო.

დაუშვებელია შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე,ასევე დაუშვებელია იმ ადამიანების ბულინგი და თავდასხმა, რომელიც ცდილობს ეს ინსტიტუტები და კონსტიტუცია დაიცვან", - განაცხადა გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge