png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პოლიციელების დიდი რაოდენობა გულწრფელად თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე - გახარია

  • სამართალი
  • 27.06.2019
  • 21:37
პოლიციელების დიდი რაოდენობა გულწრფელად  თანაუგრძნობდა პროტესტანტებს, რადგან ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე - გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ჟურნალისტებთან შეხვედრას მართავს. გიორგიგახარია 20 ივნისს განვითარებულმოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. მისითქმით, პოლიციელების ძალიან დიდირაოდენობა, რომლებიც იქ იდგნენ, გულწრფელად თანაუგრძნობდნენ აქციას, რადგან ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციოხაზზე.

„პასუხი ერთის მხრივ მარტივია, მაგრამ ასევერთულია. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისკომპონენტი, იმაში რაც მოხდა პარლამენტისშენობაში, პარლამენტის თავმჯდომარისადგილიდან და შემდგომ ყველაფერი რაც ამასმოჰყვა, ჩვენ დღეს ერთმნიშვნელოვნადვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია სპეციალურისამსახურების  გამოძიების საგანი გახდეს - უნდაგახდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაგანვითარებაც მოჰყვა ამ ქმედებას. თუმცა, აქვემინდა აღვნიშნო, რომ ეს ორი სხვადასხვაკომპონენტია. არსებობს კომპონენტი, რამაცგამოიწვია თავისუფალი მოქალაქისსამართლიანი პროტესტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც იქ იდგნენ, დარწმუნებული კი არავარ, უბრალოდ ვიცი, რომ გულწრფელადთანაუგრძნობდნენ ამ პროტესტანტებს.

რატომ? იმიტომ, რომ ბევრი მათგანი მსახურობსსაოკუპაციო ხაზზე, მათ ძალიან კარგად ესმითუსაფრთხოების და ოკუპაციის კომპონენტი, რამდენად მნიშვნელოვანია და ემოციურადაცძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ აქარანაირი პრობლემა არ არსებობდა იმაში, რომისინი აბსოლუტურად თანაუგრძნობდნენ ამპროტესტს. ეს არის ერთი ნაწილი, რა იყოგათვლილი და რას მიზანს ემსახურებოდა ამღონისძიების მესვეურების ქმედების უკან, იყოთუ არა გათვლები, რომლებიც ქვეყნისუსაფრთხოებას შეუქმნიდა რისკებს და სხვა, აბსოლუტურად სხვა საკითხია, რომელიც ასევეუსაფრთხოებას ეხება, ყველაფერი ის რა სახეცმიიღო შემდგომ ამ პროტესტმა. ორივეკომპონენტი განსახილველია უსაფრთხოებისგანზომილების თვალსაზრისით, თუმცა მევთვლი, რომ ეს არის სხვადასხვა კომპონენტი. ვერანაირ და ვერცერთ შემთხვევაში მე იმპროტესტს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმაპარლამენტის წინ გამოხატეს, ვერ დავუკავშირებუსაფრთხოების იმ შესაძლო რისკებს, რომელიცშესაძლებელია ყოფილიყო რუსი დეპუტატისქმედებების უკან. ეს სხვადასხვა რამ არის. თუმცაასევე ხაზგასმით

აღვნიშნავ: რა ფორმებიც მიიღო შემდგომ ამპროტესტმა, ესეც ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისკომპონენტს ძალზედ სერიოზულად ეხება და ესსხვა ფორმატში, მაგრამ ასევე განსახილველია.

ახალი შექმნილი რისკები, რომელიც ჩვენსწინაშეა და რომელსაც ჩვენ უკვე ყველავხედავთ, სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეებიც უკვეგრძნობენ, ეს გახდება მსჯელობის საგანიუახლოეს პერიოდში, თუმცა ასევე უნდაგავითვალისწინოთ, რომ ჯერ პროცესიდასრულებული არ არის. ჯერ თემები საკმაოდცხელია.

პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრებაჩვენს შესაბამის უწყებებსაც, მათ შორისუსაფრთხოების საბჭოსაც, თუმცა ეს არ იყოგაანალიზებული და ეს არ ყოფილა განხილული. ამ ჭრილში სამწუხაროდ ეს ღონისძიება, რომელიც ჩატარდა პარლამენტში დანახული არყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, შესაძლებელია, რომ იყოს შეცდომა ანარასაკმარისი ანალიზი, თუმცა ეს არის ფაქტი”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge