png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან, სხვა გზა და არჩევანი არ არსებობდა - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 28.06.2019
  • 15:19
ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან, სხვა გზა და არჩევანი არ არსებობდა - მამუკა ბახტაძე

"გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ის ძალა ლეგიტიმური, რომელიც გამოვიყენეთ", აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მამუკა ბახტაძის განმარტებით, "დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან, სხვა გზა და არჩევანი არ არსებობდა. ამას ადასატურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი".

"რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება. ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება, ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართული არის სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსაფრენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით.

მე მსურს, დავუბრუნდე მთავარს, ჩვენ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის ნაწილისგან, იმ ხალხისგან, რომელმაც მოახდინა ამის პროვოცირება, მოახდინა ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის გამოყენება თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის, დღეს ამტკიცებდნენ სრულიად საწინააღმდეგოს. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, არცერთ საერთაშორისო პარტნიორს, შესაბამის კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ არანაირი კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს არის ერთმნიშვნელოვანი.

ჩვენ დღეს ვართ სრულად ფოკუსირებული ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ დროულად მოვიშუშოთ ეს იარები. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები თითოეული ჩვენთაგანისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის", განმარტა ბახტაძემ..

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge