png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

20-21 ივნისის ღამეს გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას - მაია ცქიტიშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.07.2019
  • 13:46
20-21 ივნისის ღამეს გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას - მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები შეაფასა. კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ.

მისი თქმით, იყო ძალიან მძიმე და ძალიან საშიში პროვოკაცია, რაც გიორგი გახარიამ გონივრულად დაგეგმილი ქმედებებით თავიდან აიცილა.

"ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის ყველაფერი, რაც იყო 20 ივნისს და ბუნებრივია, ამის შეფასებები უკვე არაერთხელ გაკეთდა. სამწუხაროდ, ეს როგორც ვიხილეთ, იყო ძალიან მძიმე და ძალიან საშიში პროვოკაცია. პირველ რიგში, ალბათ უნდა დავიწყოთ 20 ივნისის დღის საათებით, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტში უშუალოდ რა რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ხდებოდა რადიკალიზაცია იმ ფაქტის, რაც ძალიან მძიმე საყურებელი იყო ნამდვილად, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში. იმ ერისთვის, რომელსაც უახლოესი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა, მათ შორის 2008 წელი გადატანილი, ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ძალიან შეურაცხმყოფელიც კი, თუმცა როგორც იცით, ეს ფაქტი მაშინვე ამოიწურა და მოხდა ამაზე რეაგირება როგორც პოლიტიკური, ისე შეწყდა საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. თვითონ დეპუტაცია უკვე წასასვლელად ემზადებოდა, მაშინ, როდესაც სასტუმროსთანაც კი მოხდა რადიკალიზაცია. მას შემდეგ ჩვენ ასევე ვიხილეთ ის რადიკალური ქმედებები, რაც შემდეგ 21 ივნისის ღამეს კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა. როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალებმა, უკვე პოლიტიკოსებმა, მათ შორის კონკრეტული ქმედებების დაგეგმვით, კონკრეტული ჯგუფების მონაწილეობით და ჩართულობით, ისიც დაგეგმეს, რომ უშუალოდ რუსეთის დელეგაცია, რომელიც მონაწილეობდა საპარლამენტო ასამბლეაში და რომლებიც იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს პოლიციას მოუწია ამ დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასტუმროსთან და ამ ხალხს, რომლებიც უკვე ემზადებოდნენ გასამგზავრებლად, დაუშინეს ბოთლები და კვერცხები. რეალურად, ნამდვილად ძალიან საშიში პროვოკაცია იგეგმებოდა, რომელსაც შემდგომში ძალიან მძაფრი და ბევრად უფრო მძიმე შედეგები შეიძლებოდა, რომ მოჰყოლოდა. რაც მთავარია, ეს სრულიად აცდენილია იმ სულისკვეთებას, რომელიც ზოგადად როგორც ქართველებს, როგორც ერს გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი არის „სტუმარი ღვთისაა", ბუნებრივია, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და არასოდეს არ იყო საქართველოს ისტორიაში რომელიმე ჯგუფის ეთნიკური ნიშნით დევნა და შესაბამისად, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის პოლიტიკის მიმართ, ზოგადად, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასოდეს არ ყოფილა, ისევე როგორც სხვა ერის წარმომადგენლებთან. ალბათ სწორედ ამაში იყო კიდევ უფრო მძიმე გეგმა, რომელმაც უკვე შემდგომში გაგრძელება ჰპოვა 21 ივნისის ღამეს. როდესაც იმ მშვიდობიანი აქციის გამოყენებაც სცადა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც მუდმივად, 2012 წლის შემდეგ, მხოლოდ რადიკალურ და რევოლუციურ სცენარებზე გვესაუბრება და გარკვეულ მონაკვეთებშიც, მათ შორის ამ სცენარის განხორციელებასაც გეგმავს იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა. ესეც იყო მათ შორის ერთ-ერთ შედეგის, რომელიც მათ ასევე მოისურვეს ამ ფაქტის გამოყენებით.

ეს არის ჯაჭვი, იმ მოვლენების და იმ სცენარის, რომელიც როგორც ჩანს არსებობდა, დაიწყო 20 ივნისის დღის მოვლენებით, მათ შორის იმ პროვოკაციით, რომელიც გავრილოვის და რუსეთის დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით იყო, რაც ძალიან სამწუხარო და მიუღებელი იყო, ასეთი ფორმით ადამიანების გაცილება ქვეყნიდან, პრაქტიკულად გაძევება. ასევე, მაშინ, როდესაც იმ მშვიდობიანი პროტესტის გამოყენება სცადა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომ იყო მოწოდებები, უშუალოდ როგორ იგეგმებოდა პარლამენტში შეჭრა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარის განხორციელება.

ჩვენ ვთანხმდებით, ყველა რომ პარლამენტის შენობა არის იმ კონსტიტუციის და ინსტიტუციის სიმბოლო, რომელიც ნიშნავს გარკვეულ სტაბილურობას ქვეყანაში და კონსტიტუციურ წესრიგს სახელმწიფოში. არაერთხელ ვიხილეთ ჩვენს ისტორიაში, როდესაც პარლამენტში შეჭრით ხდებოდა ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის დრო აღარ არის და მხოლოდ არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს ადამიანების ნების გამოხატვა.

20-21 ივნისის ღამეს ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ, ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას და ხელისუფლების შეცვლას. ამას, სამწუხაროდ შემდგომში მოჰყვა ამ მოვლენების უფრო რადიკალიზაცია. 21 ივნისს, ჩვენ გადატრიალების საფრთხე ავირიდეთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის პირადად გიორგი გახარიას მიმართ, რომელთაც სწორედ ამ გონივრულად დაგეგმილი ქმედებებით აგვაცილეს ეს საფრთხე. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ 21 ივნისის შემდეგ ვხედავთ ისევ ამავე პოლიტიკური ძალების მხრიდან მცდელობას, რომ ეს პროტესტი გადავიდეს ახლა ეთნიკურ ჭრილში და ანტირუსული, რუსოფობიური განწყობები გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანაში. უკვე ეკონომიკურ ჭრილში შეიძლება გადაიზარდოს ეს ტალღა და ვნახეთ რუსეთის რეაქცია, რაც მოჰყვა მათი დელეგაციის ასეთი სახით გაცილებას.

ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, 2008 წლის მოვლენების შემდეგ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ჩვენს დღის წესრიგშია, ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. მშვიდობიბიანი პროცესი, რომელიც სახალხო დიპლომატიის, საერთაშორისო ფორმატის და ურთიერთობების ნორმალიზაციის გზით არის მიღწევადი, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებისგან არის მცდელობა ეს ყველაფერი დაზიანდეს."- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge