png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 11.07.2019
  • 12:04
საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება - პრემიერი

საქართველოში შექმნილი ყველა დადებითი მუხტის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა კვლავ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გამოწვევების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სრული მასშტაბით მიმდინარეობს მზარდი მილიტარიზაცია და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მასშტაბი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 5-6 ჯერ შემცირდა ადგილობრივი მცხოვრებლების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა. საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება. ამასთან დაკავშირებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამოწვევები არა მხოლოდ ქართველების დასაძლევია, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მიზანია მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველვყოთ საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების მიზანმიმართულ უგულვებელყოფასთან შეუგუებლობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge