png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ლატვიის პრეზიდენტი დაბრუნდა პოლიტიკური ემიგრაციიდან, რათა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში შეეყვანა. მე ამაზე ნაკლები საქართველოსთვის არ მინდა - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 11.07.2019
  • 13:09
ლატვიის პრეზიდენტი დაბრუნდა პოლიტიკური ემიგრაციიდან, რათა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში შეეყვანა. მე ამაზე ნაკლები საქართველოსთვის არ მინდა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ათწლიანი პარტნიორობის შედეგად საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან. უფრო მეტად მჭიდრო კავშირების პროცესმა კი მნიშვნელოვანი უპირატესობები მოუტანა ქვეყანას და მოსახლეობას.

"უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო გახდა უფრო დემოკრატიული და წარმატებული.

ჩვენმა დემოკრატიულმა კულტურამ განვლო წყება სიახლეებისა: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 2012 წელს; პირველი პარლამენტი კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე; მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩვენი ინსტიტუციები გაძლიერდნენ: პარლამენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი ადამიანის მმართველობა; მედიის პლურალიზმი არასდროს ყოფილა ასე ძლიერი; რეფორმებმა გაამყარა კანონის უზენაესობა ინდივიდებისა და ბიზნესისასთვის.

სადაც დღეს ვართ ადასტურებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებასა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მზაობას.

თუმცა, საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის სვლა უფრო წინ გაწევრიანებისკენ.

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მისაბაძი მაგალითია ლატვიის პრეზიდენტი ფრაიბერგა: იგი საბჭოთა კავშირს კანადაში გაექცა, მაგრამ დაბრუნდა პოლიტიკური ემიგრაციიდან, რათა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში შეეყვანა. მე ამაზე ნაკლები საქართველოსთვის არ მინდა.

ჩვენ არასდროს ავარიდებთ თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.
მაშინ როცა ჩვენ ვართ ამბიციურები, ასევე გვინდა რომ ევროპამ წარმატებას მიაღწიოს და გაერთიანდეს.

როგორც პარტნიორებს, ჩვენ გვესმის რომ ევროპას აქვს საკუთარი გამოწვევები, მათ შორის ბრექსითის მოლაპარაკებები, ევროსკეპტიციზმის ზრდა და მიგრაციის საკითხები.

ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ევროპა პირველ რიგში, თავად საჭიროებს რეფორმირებას. ცხადია, ევროპელი საზოგადოება პრიორიტეტს ამჟამად შიდარეფორმებს ანიჭებს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს ევროპის წარმატება, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ცოტა მოთმინება. თუმცა, სანაცვლოდ, ჩვენ ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ სითამამე და ამბიციურობა.

"პოზიტიური იმპულსის შენარჩუნება სასიცოცხლოა პარტნიორობის ახალი მიმართულების განსაზღვრაში.

როგორც თქვენი წარმატების ისტორია, ჩვენ მივისწრაფვით ვიყოთ ინოვატორები. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ საცდელი სივრცე ვერ ვიქნებით.

ვინაიდან გადავდივართ პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია შევჩერდეთ ან სვლა შევანელოთ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge