png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად - საფრანგეთის ელჩი

  • პოლიტიკა
  • 12.07.2019
  • 12:32
ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად - საფრანგეთის ელჩი

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტში ელჩები იმყოფებოდნენ და საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდნენ, საფრანგეთის ელჩი ეხმიანება.

პასკალ მენიე ამბობს, რომ პირადად ის პარლამენტში არ ყოფილა. მისი ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში გერმანიის ელჩი იყო, თუმცა მისივე თქმით, მან არ იცის რა დრომდე დარჩა ის პარლამენტში და შეესწრო თუ არა აქციის დარბევის პროცესს.

რაც შეეხება დარბევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და მოთხოვნას, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, ელჩის თქმით, გადადგომის თუ თანამდებობაზე დარჩენის საკითხი გახარიას პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საქმეა და ამას დიპლომატიური კორპუსი ვერ უკარნახებს.

„პირადად მე არ ვყოფილვარ მაგრამ ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა პარლამენტში იყო. რა დრომდე ეს არ ვიცი, არ მიმიღია სატელეფონო ზარი ან შეიძლება გამომრჩა რადგან სადილზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად იმ საღამოს. ჩემი აზრით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის ჩართულობით. რაც შეეხება მის გადადგომას ან დარჩენას, მისი პირადი პასუხისმგებლობის საქმეა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ახლანდელი სიტუაცია, მაშინდელიც და შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება. მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დიპლომატები აქ დასახმარებლად იმყოფებიან. ჩვენ გვინდა რომ საქართველო წარმატებული იყოს. ნამდვილად არ გვახარებს იმის ნახვა როგორაა საზოგადოება დაყოფილი. ჩემი აზრით ყველამ პატივი უნდა სცეს წესებს. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუ აზრს გვკითხავენ ვეუბნებით. მაგრამ ისინი არიან არჩეული. ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მათი ვალია ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად,“-განაცხადა პასკალ მენიემ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა 20 ივნისის ღამის დეტალებზე გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დარბევის ღამეს ის პარლამენტიდან ადევნებდა თვალს გარეთ განვითარებულ მოვლენებს და მასთან ერთად იმყოფებოდნენ ელჩებიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge