png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

  • სამართალი
  • 15.07.2019
  • 14:28
რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საქართველო-სომხეთის საზღვრის „სადახლო"-ს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რადიაციის აღმომჩენი პორტალის მიერ დაფიქსირებული განგაშის საფუძველზე რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ.

ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge