png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტია ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 18.07.2019
  • 12:28
საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტია ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება - მამუკა ბახტაძე

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უკვე ევროკავშირის წევრია, რაც ეროვნული იდეის - განათლების კიდევ ერთი გამარჯვებაა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში - EQAR-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები ევროპულ ოჯახში სრულად აღიარებული იქნება.

პრემიერ-მინისტრმა EQAR-ში შესვლას, ENQA-ში გაწევრიანებასთან ერთად, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ყველას მიულოცა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების მნიშვნელობას და მასშტაბურ რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისთვის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჩვენი ეროვნული იდეა. შემდეგი წლების განმავლობაში განათლების ბიუჯეტი ყოველწლიურად ნახევარ-ნახევარი მილიარდით გაიზრდება და 2022 წელს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მიაღწევს. კანონის მიხედვით, ეს იქნება ყველა შემდგომი მთავრობის ვალდებულება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, რომ ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ინვესტიცია მიმართოს საქართველოს უდიდეს კაპიტალში - ადამიანურ კაპიტალში. დარწმუნებული ვარ, სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა, განათლება დაგვეხმარება და იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ერთობლივი ძალებით და სრული კონსოლიდაციით დავძლიოთ ყველა ის მტკივნეული გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშეა, ეს იქნება ოკუპაცია თუ სხვადასხვა სახის ეკონომიკური პრობლემები. საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტი იქნება სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა EURAXESS-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობაში და განაცხადა, რომ ის ქართველ მეცნიერებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩართული იყონ იმ ისტორიული მნიშვნელობის პროექტებში, რომელიც ევროპულ ოჯახში ხორციელდება.

ევროპული ოჯახის სამ უმნიშვნელოვანეს პლატფორმაში - EQAR-ში, ENQA-სა და EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის განათლების მინისტრს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს და ევროპელ პარტნიორებს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

EQAR-ში გაწევრიანების შედეგად, საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია მოხვდება ევროპულ რეესტრში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ცნობადობას, მათდამი ნდობას და არსებითად შეუწყობს ხელს მათ მიერ გაცემული დიპლომების და კვალიფიკაციების აღიარებას ევროპაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge