png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მღვდელმა ბნელი სულები განდევნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან | ვიდეო

  • მსოფლიო
  • 19.07.2019
  • 14:13
მღვდელმა ბნელი სულები განდევნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან | ვიდეო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იეზუიტმა მღვდელმა „ბნელი სულების განდევნის“ ლოცვა წაიკითხა, მას შემდეგ რაც პალატაში ოთხშაბათს მიიღეს რზეოლუცია დონალდ ტრამპის რასისტული გამონათქვამების დაგმობის შესახებ. იუწყება  Washington Post-ი.

 „წმინდა სახელით, ახლა ვდევნი ყველა ბნელ სულს ამ პალატიდან“, - აღნიშნა მღვდელმა. მან ასევე აღავლინა ლოცვა იმედგაცურების, განხეთქილებისა და სედვის სულების განსადევნად.

მოგვიანებით, კორნოიმ განაცხადა, რომ ამ ლოცვის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იხილა თუ როგორ დაობდნენ კანონმდებლები და დონალდ ტრამპს რასიზმისთვის გმობდნენ. მისი თქმით, ეს იყო მძიმე და დაძაბული კვირა, როდესაც ბნელი სულები ზემოქმედებდნენ ადამიანებზე წარმომადგენელთა პალატაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კონგერსმენების მიმართ დონალდ ტრამპის რასისტულ გამონათქვამები დაგმო.

რეზოლუციას მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 187-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

 „წარმომადგენელთა პალატა სასტიკად გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამონათქვამებს, რომელმაც დააკანონა და გაამყარა სიძულვილი და შიში ახალი ამერიკელებისა და ფერადკანიანების მიმართ“, - ნათქვამი იყო რეზოლუციაში.

შეგახსნებთ, ამერიკის ლიდერმა Twitter-ში დაწერა, რომ „პროგრესული“ ქალი დემოკრატები, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, რომელთა ხელისფლებებიც წარმოადგენენ სრულ კატასტროფას, ყველაზე საშინელ კორუმპირებულ და უუნაროს მთელს მსოფლიოში, დღეს ხმამაღლა ასწავლიან ამერიკელებს - დედამიწაზე ყველაზე დიად და ძლიერ ერს, როგორ უნდა მართონ ქვეყანა“. რის  შემდეგაც დემოკრატიული პარტიის წევრებმა ტრამპს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს.

ტრამპს თავის მიმართვაში არ დაუზუსტებია ვისი მისამართით იყო მისი გამონათქვამები, თუმცა ამ გამონათქვამებზე მძაფრი რეაგირება მოახდინეს კონგრესმენებმა ალექსანდრია ოკაზიო-კორტესმა, რაშიდა თლაიბმა და ილჰან ომარმა. მათ განაცხადეს, რომ ქვეყანა, სადაც ისინი ჩავიდნენ და რომელსაც ერთგულება შეჰფიცეს, ამერიკის შეერთებული შტატებია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge