png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოთარ დანელია: საქართელო არის ძალიან უსაფრთხო პოზიციაზე

  • ეკონომიკა
  • 21.12.2015
  • 13:02
ოთარ დანელია: საქართელო არის ძალიან უსაფრთხო პოზიციაზე

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) სპეციალური დელარაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სუბსიდირება იკრძალება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის სუბსიდირებას არ ახდენს.  
„WTO -ში ხშირად იყო ამ თემაზე საუბარი, როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში,  დამატებითი ღონისძიებების გატარებაზეა აქცენტი.


აქ საუბარია იმაზე, რომ საექსპორტო პროდუქციის განსაკუთრებული სუბსიდირება ხდება ექსპორტის წახალისების მიზნით. ამ შემთხვევაში საქართელო არის ძალიან უსაფრთხო პოზიციაზე,  ვინაიდან ჩვენ ამ კუთხით არავითარი ღონისძიებები არ გვქონდა.


პირიქით ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი გარემო იმისათვის, რომ ქართული პროდუქტი, მით უმეტეს ექსპორტის და საექსპორტო ბაზრებზე, იყოს კიდევ უფრო კონკურენტულ პოზიციებზე“, აცხადებს ოთარ დანელია.
მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი და ჯანსაღი საექსპორტო პოლიტიკა გააჩნია.


„ჩვენ ისედაც  ძალიან ჯანსაღი საექსპორტო პოლიტიკა გვაქვს  და შესაბამისად თუ იყო ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულად ექსპორტის სუბსიდირებას ახდენდნენ, რათქმა უნდა სავარაუდოდ, ამის ძალიან დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა ბაზრებზე არაკონკურენტული  პირობები ყოფილიყო ქართულ პროდუქტზე. ამ შემთხვევაში კი ეს პოზიტიურად იმოქმედებს ქართულ პროდუქციაზე“, აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.


როგორც ცნობილია, WTO-მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის სუბსიდირება აკრძალა. ორგანიზაციის გადაწვეტილება ძალაში 19 დეკემბრიდან შევიდა. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ  იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ მომენტისთვის ექსპორტის სუბსიდირებას აქტიურად ახორციელებენ. მათ შესთავაზეს, რომ მცურავ რეჟიმში შეამცირონ მომხმარებელთა გადასახადები, განვითარებული ქვეყნებისთვის - 2022 წლამდე. ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის - 2023 წლამდე. დანარჩენებისთვის კი - 2030 წლამდე.


შეგახსენებთ, რომ საქართველო 2000 წლიდან WTO-ს სრულუფლებიანი წევრია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge