png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ესროლეთ მათ, ვინც ქრთამს მოგთხოვთ - ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს

  • მსოფლიო
  • 13.09.2019
  • 15:48
ესროლეთ მათ, ვინც ქრთამს მოგთხოვთ - ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მოქალაქეებს მოუწოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლონ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც მათ ქრთამს მოსთხოვენ, მაგრამ არ მოკლან. იუწყება გაზეთი Manila Bulletin-ი.

 „როცა თქვენ იხდით გადასახადებს, ჩინოვნიკები კიდევ ქრთამს გთხოვენ, დაარტყით მათ, თუ იარაღი გაქვთ, შეგიძლიათ ესროლოთ, თუმცა არ მოკლათ,“- განაცხადა ფილიპინების ლიდერმა.

მისი თქმით, კორუფციამ ღრმად გაიდგა ფესვები ქვეყანაში. დუტერტემ პირობა დადო, რომ ის, ვინც მექრთამეს ესვრის, ციხეში არ ჩაჯდება, თუმცა ფიზიკურად სერიოზულად დაისჯება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ კორუფციის შემთხვევა მის ადმინისტრაციაში დაფიქსირდება, ის მექრთამეს გამოიძახებს და ადამიანს, რომელსაც მან ფული მოსთხოვა, უფლებას მისცემს  ფიზიკურად გაუსწორდეს.

როდრიგო დუტერტე პრეზიდენტად არჩევამდე ქალაქ დავაოს მერი იყო. მაშინ ის ცნობილი გახდა მკაცრი გამონათქვამებით ქვეყნაში არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრის გზების ძებნასთან დაკავშირებით.

2016 წელს დუტერტემ სასტიკი კამპანია წამოიწყო ნარკოტიკების გამავრცელებლების წინააღმდეგ. პოლიციის ცნობით, მოკლულია 5 ათასამდე ადამიანი, რომლებიც აკრძალული ნივთიერების დამზადებასა და გავრცელებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

დუტერტეს პოზიცია დიდ აღშფოთებას იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობაში. გაეროს ექსპერტები მოითხოვენ შეწყდეს ეჭვმიტანილთა მკვლელობები, რომელთა მიმართ სასამართლო განხილვაც კი არ მიმდინარეობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge