png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი გახარიამ აშშ-ს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა

  • პოლიტიკა
  • 24.09.2019
  • 09:46
გიორგი გახარიამ აშშ-ს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელბს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრისას განაცხადა, ეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს, ისევე როგორც თანამშრომლობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მთავრობის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და მმართველობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge