png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ის, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს - პესკოვი

  • მსოფლიო
  • 24.09.2019
  • 15:05
ის, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, იმის გამო, რომ გაეროში რუსეთის დელეგაციის წევრებს აშშ-ის ვიზები არ მისცეს, დიპლომატიური ხაზით დაწყებულია სამუშაოები და ზომების მიღება იგეგმება.

„იცით, რომ ამჟამად, ჩვენი დიპლომატები მუშაობენ, ამერიკის ელჩი მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვაშინგტონშიც ჩვენი საელჩო ზომებს იღებს. დიპლომატიური ხაზით მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვაზე თუ რა ზომები გატარდება აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სიტუაცია საგანგაშოა და აშშ-ის მხრიდან მსაგვსი ქმედება მიუღებელია, რადგან თავად ვაშინგტონი არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებს.

„ეს ვაშინგტონის საერთაშორისო ვალდებულებების პირდაპირი დარღვევაა. საუბარია არა ორმხრივ, არამედ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე. ამერიკა გაეროს შტაბ-ბინას თავის ტერიტორიას აძლევს და ფაქტობრივად ერთადერთი, რისი გაკეთების უფლებაც აქვს, ეს არის მაგალითად, რუსეთის დელეგაციის წვერებს შეუზღუდოს ერთ ქალაქში - ნიუ-იორკში ყოფნა. სხვა რაიმე რესტრიქციების შემოღების უფლება აშშ-ის არ აქვს მათთვის, ვინც გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება. დღეს ეს წესები დაირღვა. რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს საკმაოდ მკაცრ რეაგირებას მოსკოვის მხრიდან, ასევე ჩვენი აზრით, გაეროს მხრიდანაც, რადგან სიტუაცია უშუალოდ ეხება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მის შტაბ-ბინას“, - აღნიშნა პესკოვმა.

24-30 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია იმართება. აშშ-მა რუსეთის ოფიციალური დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცა, რის გამოც მათ ნიუ-იორკში ჩასვლა ვერ შეძლეს.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge