png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 22.10.2019
  • 15:06
სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელლენს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია, როგორც მიგრაციის დაძლევის და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს.

ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით ხორციელდება პოლონეთთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე უკვე გამოთქვეს მზაობა: ბულგარეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა და პორტუგალიამ.

პრეზიდენტის განცხადებით, დროებითი ლეგალური დასაქმების მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ განაგრძობს მუშაობას.

მხარეებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობით გაფართოების პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ვიზიტით მიიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge