png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გავაგრძელებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ნატოში - კელი დეგნანი

  • პოლიტიკა
  • 30.10.2019
  • 09:35
გავაგრძელებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ნატოში - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა სამშაბათს მოუსმინა ამერიკის მომავალ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს. შესავალი სიტყვის შემდეგ, სენატორებმა კანდიდატს შეკითხვები დაუსვეს. მათი უმეტესობა რუსეთის საკითხსა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ეხებოდა. იტყობინება "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია.

თავად კელი დეგნანმა, სენატის მიმართ გაკეთებულ მოხსენებაში, ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა: ოკუპაცია და რუსეთის აგრესია; საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში; ასევე, საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიის განვითარება და ხელშეწყობა.

"პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, არ ყოფილა მარტივი და ხშირ შემთხვევაში, ეს ამერიკის ჩართულობით და უცხოეთის ქვეყნების დახმარებით ხდებოდა. საქართველომ ეს ინვესტიციები კონკრეტული ქმედებებით გადაიხადა, როგორიცაა მაგალითად - საპარლამენტო ზედამხვედველობის გაღრმავება და მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმების დანერგვა. თუმცა, მიღწეულის შენარჩუნების და მასზე დაფუძნებით მშენებლობის საქმეში, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. განსაკურებით - პლურალური საკანონმდებლო ორგანოს, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მრავალფეროვანი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის კუთხით," - თქვა დეგნანმა სიტყვით გამოსვლაში.

მომავალი ელჩი ასევე შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემას და განაცხადა, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, რათა საქართველომ უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები: "[ელჩად] დამტკიცების შემთხვევაში, მე ვიმუშავებ ყველა მხარესთან, რათა მომავალ წელს, უზრუნველყოფილ იყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება".

ერთ-ერთი მთავარი თემა კელი დეგნანის სიტყვით გამოსვლაში ნატო, ევროკავშირი და საქართველოს დასავლური ღირებულებები იყო: "ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან და დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია გავზარდოთ საქართველოს უნარი, დაიცვას საკუთარი საზღვრები მდიდარი, ინტეგრირებული დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში", - განაცხადა ელჩობის კანდიდატმა. დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები ადრეც საქართველოს გვერდში იდგა და ახლაც გააგრძელებს მის დახმარებას. თუმცა, საქართველო თავად უნდა იყოს მზად და დააკმაყოფილოს "მაღალი პოლიტიკური და სამხედრო სტანდარტების მოთხოვნა".

კიდევ ერთი თემა, რაზეც ელჩობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა, ოკუპაცია და რუსეთის საკითხი იყო. მისი თქმით, ის რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, შემაშფოთებელია. დეგნანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია, რუსეთმა შეასრულოს 2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება.

კელი დეგანის განცხადებით, აუცილებელია დიალოგი და ყველა შესაძლო ფორმატის, მათ შორის ჟენევის ფორმატის გამოყენებაც. "რუსული აგრესიით შექმნილი კონფლიქტიდან გამოსავალი ის იქნება, თუ რუსეთი შეასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მათ შორის - ჯარების უკან გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, იქ ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებას," - თქვა მომავალმა ელჩმა საქართველოში.

სიტყვის ბოლოს, დეგნანმა განაცხადა: "დამტკიცების შემთხვევაში, პირობას ვდებ, ვუერთგულებ ჩვენს ძალისხმევას, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი გამძლე საზოგადოების მშენებლობაში, რომელიც აფასებს საკუთარ მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას, და რომელიც შესძლებს წინ აღუდგეს რუსეთის დამაზიანებელ ზეწოლას და ჩინეთის მზარდ გავლენას".

კელი დეგნანი 26-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. საქართველოში ელჩად წარდგენის დროს, ის იკავებდა ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩევლის როლს. მას გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში მუშაობის. თურქეთში და ნატოში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგიონსაც კარგად იცნობს.

მოსმენის დასრულების შემდეგ, ახლა ჯერი სენატორებზე და მათ გადაწყვეტილებაზეა. თუ კანონმდებლები კელი დეგნანის კანდიდატურას დაამტკიცებენ, მაშინ გადაწყვტილებას პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს და საქართველოს ეყოლება ამერიკის პირველი ქალი ელჩი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge