png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აგნეშკა ჰოლანდის ფილმი „მისტერ ჯონსი“

  • კულტურა
  • 13.02.2019
  • 19:06
აგნეშკა ჰოლანდის ფილმი „მისტერ ჯონსი“

ბერლირნის 69-ე კინოფესტივალზე დიდი პოლიტიუკურ ვნებათაღელვა გამოიწვია პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ფილმმა „მისტერ ჯონსი“. ყველაზე მეტად მაინც რუსი კრიტიკოსები გაღიზიანდნენ, რომლებმაც 140-წუთიან, ძალიან დრამატულ და ცხადია, ოდნავ პოლიტიზებულ ფილმში, საბჭოთა ტოტალიტარული წარსული ისევ რეჟისორის „გაზვიადებულ ფანტაზიას“ დააბრალეს. თუმცა მიზეზი მაინც უკრაინა აღმოჩნდა, რადგან ფილმის დაახლოებით ორი მესამედი სწორედ იქ არის გადაღებული და შეულამაზებლად ასახავს „გოლოდომორის“ შემზარავ სცენებს.

30-იანი წლების ბოლოს ბრიტანელი ჟურნალისტი გარეტ ჯონსი (ჯეიმს ნორტონი) საბჭოთა კავშირში ჩამოდის და სტალინისგან უშედეგოდ ცდილობს ინტერვიუს აღებას. უკრაინაში ის ჩუმად, მატარებლით მიემგზავრება, სადაც არა მხოლოდ საზარელი შიმშილობის მომსწრე ხდება (როდესაც შიმშილით დაოსებული ადამიანები ზამთარში პირდაპირ ქუჩაში ყრიან), არამედ ბავშთა შორის კანიბალიზმისაც! ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდია, როდესაც ხორბლით დატვირთულ სატვირთო ვაგონებს მოსკოვში აგზავნიან, ხალხი კი უზარმაზარ რიგებში დგას და პურს ითხოვს. გრძელი, შავ-თეთრი კადრი მთავრდება სტალინის გიგანტური პორტრეტით, რომელსაც ხელში ოქროსფერი პურის თავთავები უჭირავს.

გაღიზიანების არანაკლები მიზეზი ალბათ აღმოჩნდა ჰოლანდის ფილმში მწერალ ჯორჯ ორუელის გამოჩენაც, რომელიც დაწვრილებით საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ  სწორედ გარეტ ჯონსისგან შეიტყობს. ფილმში ასევე მოყვანილია არაერთი ციტატა რომანიდან „ცხოველთა ფერმა“, რომელიც ღორების ფერმის ჩვენებით იწყება და მთავრდება.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი სიმბოლო (ისევე როგორც თავად ქალაქ ბერლინის), დათვია და, როგორც წესი, ის ყოველ წელს პოსტერებისა თუ პლაკატების მთავარი გმირია. თუმცა, წლევანდელი, რიგით 69-ე კინოფესტივალის ვიზუალური კონცეფცია აშკარად  განსხვავდება წინა წლებისგან. პლაკატებზე აღარ არის გამოსახული ცოცხალი დათვი, მხოლოდ ხელოვნური დათვის ბეწვით შემოსილ ან დათვად გადაცმულ ადამიანებს  ვხედავთ, რაც ცალსახა და არაორაზროვანი ეკოლოგიური მინიშნებაა. საინტერესო ის არის, რომ აქამდე ბერლინის ფესტივალის დირექტორს, დიტერ კოსლიკს ასეთი რადიკალური და „მწვანე“ ინციატივა არასოდეს გამოუჩენია.

2019 წელი ბატონ კოსლიკისთვის განსაკუთრებულია, რადგან მაისში ფესტივალთან ხელშეკრულების ვადა ეწურება და თვრამეტწლიანი მუშაობის შემდეგ დირექტორის პოსტის დატოვება მოუწევს. კოსლიკის ერა ნამდვილად არ ყოფილა ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეული ბერლინალეს ისტორიაში... თუ არ ჩავთვლით მის განსაკუთრებულ ვნებასა თუ აკვიატებას წითელი ხალიჩის გამოცოცხლებისა და მეორეხარისხოვანი ჰოლივუდის მიმართ. უფრო ხშირად კრიტიკოსები მას ბერლინის კინოფესტივალის ავტორიტეტის შელახვასა და თანამედროვე, ხარისხიანი კინემატოგრაფის იგნონირებაში ადანაშაულებენ

დიტერ კოსლიკის მემკვიდრეს ფესტივალი დამთავრებისთანავე დაასახელებს. როგორც უკვე ცნობილია, 2020 წლიდან ბერლინალეს იტალიელი კარლო შატრიანი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ლოკარნოს ფესტივალის დირექტორი იყო და რომელიც, სხვათა შორის, ახალი ქართული კინოს დიდი გულშემატკივარია.

 თემურ ჯგერენაია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge