png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჟურნალისტი, რომლიც ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, მას სასამრთლოში უჩივის

  • მსოფლიო
  • 05.11.2019
  • 11:10
ჟურნალისტი, რომლიც ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, მას სასამრთლოში უჩივის

ჟურნალისტი ჯინ კეროლი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 20 წლის წინ მომხდარ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სასამართლოში რეპუტაციის შელახვისთვის შეერთებული შტატების ლიდერს უჩივის. იუწყება ტელეარხი NBC

ტელეარხის ცნობით, საჩივარი პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ კეროლმა ნიუ-იორკის სასამართლოში შეიტანა. მოსაჩივრე ამტკიცებს, რომ გაუპატიურებაში დადანაშაულების შემდეგ  ტრამპს ჰქონდა არასათანადო რეაქცია და ცდილობდა დაეკავშირებინა ის წიგნების გაყიდვასა პოლიტიკურ მოტივებთან, ამან კი ჟურნალისტის თქმით, მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

კეროლი ამბობს, რომ პრეზიდენტის სიტყვებმა „მიაყენეს ემოციური ტკივილი და ტანჯვა, დაუზიანეს რეპუტაცია და მიაყენეს არსებითი პროფესიული ზიანი“.

საჩივრის შესახებ საუბრისას კეროლმა ტელეარხთან აღნიშნა, რომ ამას თითოეული ქალის ინტერესების დაცვისთვის აკეთებს, რომლებიც სექსუალური შევიწროების შედეგად დაზარალდნენ. „იმის მიუხედავად, რომ არ შემიძლია დონალდ ტრამპს პასუხი ვაგებინო იმისთვის, რომ მან 20 წლის წინ გამაუპატიურა, შემიძლია მოვითხოვო პასუხი იმ სიცრუეზე, რაც მან განაცხადა“, - თქვა კეროლმა.

ჟურნალისტმა ჯინ კეროლმა, რომელიც ქალთა ჟურნალში Elle  სვეტის ავტორია, ადრე განაცხადა, რომ 90-იან წლებში ტრამპი მის გაუპატიურებას ცდილობდა სავაჭრო ცენტრ Bergdorf Goodman-ის გასახდელში. კეროლმა ამის შესახებ თავის წიგნში დაწერა. წიგნიდან ამონარიდი ჟურნალ New York Magazine-ში დაიბეჭდა. ჟურნალისტის თქმით, მას პოლიციაში არ განუცხადებია და ინციდენტის შესახებ მხოლოდ ახლო მეგობრებს უამბო. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ნივთიერი მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები, რაც ჟურნალმაც დაადასტურა.

ტრამპი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მას სიცრუეს უწოდებს. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კეროლს არ შეხვედრია და ამბობს, რომ კეროლი მასზე თავდასხმებით ცდილობს თავისი ახალი წიგნი გაყიდოს.

ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში 20-ზ მეტმა ქალმაც დაადანაშაულა, თუმცა არცერთი საქმე არ გამოძიებულა და არც სასამართლოში დამტკიცებულა. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო პორნომსახიობ სტორმი დენიელსის საქმე. თუმცა ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ მისი სარჩელი არ მიიღო ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების გამო.

ტრამპი უარყოფს ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასა და ცოლის ღალატში. თუმცა 2016 წელს წინაასარჩენო კამპანიის დროს მან ბოდიში მოიხადა შემთხვევით გავრცელებული ჩანაწერის გამო, სადაც ის ტრაბახობს იმით, რომ ქალები მას უფლებას აძლევენ ხელით შეეხოს ინტიმურ ადგილებზე, რადგან მას „ვარსკვლავად“ მიიჩნევენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge