png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საპატრიარქოს ებრძოდა - ზვიად ძიძიგური

  • პოლიტიკა
  • 06.11.2019
  • 10:45
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საპატრიარქოს ებრძოდა - ზვიად ძიძიგური

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "არენაში" საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

"გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა, სადაც პირდაპირ ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს იმ პროცესებში, რაც მიდის საქართველოს საპატრიარქოში. მე ახლა არ მინდა ტირაჟირება გამომივიდეს მისი, მაგრამ შინაარსი ასეთია, რომ "ივანიშვილს არ უნდა დარჩეს რაიმე წმინდა და ღირებული ქვეყანაში, მას არ უნდა რომ ჩვენ გვყავდეს გმირები" და როგორ ფიქრობთ, გმირებში ვის გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქს თუ პეტრე ცაავას? რა თქმა უნდა პეტრე ცაავას გულისხმობს და ახალი ამბავი არ არის და დღეს არ გამოუჩნდა პეტრე ცაავა ნაციონალურ მოძრაობას თავის სულიერ ხელმძღვანელად.

რამდენიმე წელია უკვე, იმის გარდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი პორტრეტი, რომელსაც თავზე შარავანდედი წმინდანივით ადგას, თავის კაბინეტში უკიდია, ის რომ ახალაიების ოჯახის აპოლოგეტი იყო, ამათ გარდა ქადაგებებს უნდა მოუსმინოთ თუ რას ქადაგებდა ყველა არჩევნების წინ. ეს იყო პოლიტიკური ქადაგებები, ოღონდ მუქარაგარეული ქადაგებები, ვინც არ დაუჭერდა მხარს იმ პოზიციას რასაც ის აფიქსირებდა წყევლა-კრულვა და ანათემა ქონდა გარანტირებული", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ "ქართული ოცნების" მიმართ ოპონენტების მიერ წამოყენებულ ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი ლოგიკა "ორივე ფეხით კოჭლია".

"რუსულ ეკლესიაზე ბევრს ლაპარაკობენ და განიხილება ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობს ეკლესიის დაშლა და მისი დისკრედიტაცია, თანაც იგივე ძალები, ვინც ამას ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, რომ ეს არის ჩვენ პოლიტიკურ ძალას რუსულ ორბიტისკენ მივყავართ. ამას რა თქმა უნდა არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ძალა არის რუსული ძალა და თან ეკლესიაზე ამბობენ, რომ ეს არის რუსეთის ბოლო დასაყრდენი. გაერკვნენ და თვითონ ჩამოყალიბდნენ - ვერ გავიგე რა ლოგიკა აქვთ.

ეს ლოგიკა არის ორივე ფეხით კოჭლი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პრორუსული ძალა - ქართული ოცნება ებრძვის პრორუსულ სტრუქტურას - საქართველოს საპატრიარქოს. ეს არის ძალიან სასაცილო. ის რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საპატრიარქოს ებრძოდა ახალი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge