png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენებას ეწინააღმდეგებიან, საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 08.11.2019
  • 16:39
ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენებას ეწინააღმდეგებიან,  საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით - ელენე ხოშტარია

ჩვენი კონსტიტუციითა და კანონით, ძალადობის უფლება არავის არ აქვს,-  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასა და დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კინოში წასვლა და ფილმის ჩვენების ჩაშლა, დარბევა, არ არის თანაბარი უფლება.  მისივე თქმით, კინოში წასვლა არის უფლება, ხოლო დარბევა – ძალადობა.

„ჩვენი კონსტიტუციითა და კანონით ძალადობის უფლება არავის არ აქვს. შეიძლება რაღაცა ჯგუფებს არ მოსწონდეთ რაღაც ფილმი, წიგნი ან რაღაც ქმედება, ამისთვის მათ აქვთ გარანტირებული მშვიდობიანად აზრის გამოხტვა. რაც  მოვისმინეთ, უკვე კანონდარღვევაა, რადგან  იყო პირდაპირი მუქარა ძალადობაზე, მათ შორის პოლიციის მიმართ ძალადობაზე, ვინაიდან საუბარი იყო კორდონის გარღვევაზე, ფილმის ჩვენების ჩაშლაზე, რაც ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც უფლება. კერძოდ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს არის ორი უფლების დაახლოებაო. კინოში წასვლა და ამის დარბევა არ არის თანაბარი უფლება. კინოში წასვლა არის უფლება და დარბევა არის ძალადობა. ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ ეს უნდა აღკვეთოს, მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს ახალისებას ძალადობას“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ  ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენებას ეწინააღმდეგებიან, რუსეთთან არიან დაკავშირებული.

„ისინი საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით, რომელიც ანგრევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიმიტრი ლორთქიფანიძე, ეს არის ჯგუფი, რომელიც პრიმაკოვის ფონდიდან, პრაქტიკულად კრემლიდან იღებს ფულს და მის ინტერესშია, მსგავსი ძალადობა, ესკალაცია შემოიტანოს ქვეყანაში. არანაირი ცენზურა არ არის საჭირო, ამას არ შევეგუებით. ეს არის კამპანია, თავდასხმა ფილმზე, რომელიც არ მოსწონს საზოგადოების რაღაც ნაწილს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმი გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს. ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის ამბობს, რომ ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც". საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge