png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

იმედი მაქვს, ნინო ბურჯანაძე რუსეთის ხელმძღვანელობას მოსთხოვს, როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ - შალვა ნათელაშვილი

  • პოლიტიკა
  • 04.12.2019
  • 13:54
იმედი მაქვს, ნინო ბურჯანაძე რუსეთის ხელმძღვანელობას მოსთხოვს,  როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ - შალვა ნათელაშვილი

იმედი მაქვს, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთის  უმაღლეს ხელმძღვანელობას მოსთხოვს,  როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ,  - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტში გასაბუტი და გასაღიზიანებელი არაფერია.  

„ამ მიზნის მიღწევაზე თათბირობს ყველა ორიენტაციის მქონე პარტიები, პროდასავლური, პროამერიკული პრორუსული და სხვადასხვა პრო. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ ჩვენი იდეოლოგია, საშინაო და საგარეო სტრატეგია უარვყოთ, კონკრეტული ფორმატის გამო, არ არის. ვთვლი, რომ პარტიები გააგრძელებენ რბოლას ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, პეკინში, სადაც სურთ და არავითარი შემზღუდავი გარემოება, რომ ჩვენ ივანიშვილის მოცილებაზე აქ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ არ შეიძლება იყოს საგარეო აქტივობისთვის. იმედი მაქვს, რომ ნინო ბურჯანაძე მოსთხოვს უმაღლეს ხელმძღვანელობას რუსეთისას, რომ როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ, ვიდრე ის მოხვდებოდეს რკინის გალიაში. მე ვთვლი, რომ აქ არავითარი გასაბუტი და გასაღიზიანებელი ფაქტორი არ მომხდარა. რადგანაც ქალბატონი ნინო არაერთხელ ბრძანდებოდა მოსკოვში, ის სამჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მან საკონსულაცტიო ფორმატი როცა იქმნებოდა, მაშინ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge