png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

  • პოლიტიკა
  • 04.12.2019
  • 17:41
დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ეწვევა ქ. ბრატისლავას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ისაუბრებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტებზე.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადების გაკეთება და ასევე ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალმება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟიზეფ ბორელისთან. ასევე კოლეგა მინისტრებთან და ეუთო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართვთველოს, მოლდოვას და უკრაინის - ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინგიზ აიდარბეკოვი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ხელს მოაწერენ 2020-2021 წლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge