png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო რცხვენია

  • მსოფლიო
  • 06.12.2019
  • 17:33
ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო რცხვენია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო სირცხვილის გრძნობა სტანჯავს. ამის შესახებ მან  აუშვიც-ბირგენაუს ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკის ადგილზე აშენებულ მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „აქ, გერმანიის კანცლერის როლში ყოფნა და სიტყვით გამოსვლა მძიმეა, ეს ჩემთვის ადვილი არ არის. განვიცდი დიდ სირცხვილს, როდესაც ვაცნობიერებ აქ გერმანელების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებებს“, - აღნიშნა მერკელმა ღონისძიებაზე, რომელიც აუშვიც-ბირკენაუს ფონდის 10 წლისთავს მიეძღვნა.

კანცლერის თქმით, ოსვენციმი ეს არის „ადგილი, რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში ჩადენილი უდიდესი დანაშაულის სიმბოლოს“.  „ჩვენ უნდა გვახსოვდეს დანაშაულებები, რომლებიც ამ ადგილზე მოხდა“, - განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ისტორია გერმანიის ისტორიის ნაწილია, რომელზეც ყოველთვის უნდა ვისაუბროთ. „ეს გერმანიის ისტორიის ნაწილია, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ვიყოთ ფხიზლად, რათა ეს დანაშაულებები არასადროს განმეორდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელი გერმანიის მესამე კანცლერია, რომელიც ოსვენციმში ჩავიდა. მანამდე აქ იმყოფებოდნენ ჰელმუტ შმიდტი და ორჯერ ჰელმუტ კოლი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge