png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ეს არის სიბინძურე, პირწმინდად მოიტყუა ინგა გრიგოლიამ - ივანე მაჭავარიანი

  • პოლიტიკა
  • 27.12.2019
  • 16:42
ეს არის სიბინძურე, პირწმინდად მოიტყუა ინგა გრიგოლიამ - ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში ტყუილი თქვა. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ წლიანი რესტრუქტურიზაცია ექნება იმ მაუწყებლის ვალებს, რომელთაც რამდენიმე ათეული მილიონი აქვთ გადასახდელი.

მაჭავარიანის თქმით, რამდენიც არ უნდა მოიტყუონ მასთან შეხვედრაზე მყოფმა ჟურნალისტებმა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ტელეკომპანიებმა გადასახადები გადაიხადონ.

„მედიაში, ალბათ, არავის გაუკვირდება, როდესაც მედიაში გაიჟღერებს ტყუილი. არც მამუკა ბახტაძეზე და არც მის პერიოდზე ყოფილა საუბარი. გახსოვთ ინტერვიუ მქონდა ბატონ ისაკაძესთან, მას აღმოაჩნდა ეთიკა, რაც არ აღმოაჩნდა დღეს ტვ პირველის წარმომადგენელს. ჩემთვის გაურკვეველია-თქო, როდესაც დაიწყო რუსთავი 2-მა დავალიანების დაგროვება 2016 წლის შემოდგომაზე, რატომ გაგრძელდა 2017 წლის მარტამდე. მერე დავალიანების დაგროვება რომ დაიწყო, ეს მესმის, რადგან სტრასბურგის მოსამართლემ რომ შეაჩერა გადაწყვეტილება იქ იყო მინიშნება, რომ მთავრობამ უნდა შეიკავოს თავი ისეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც გამოიწვევდა შეფერხებას. ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ეს გაითვალისწინეს, მესმის. ეს უფრო ადრე იყო, ვიდრე ბახტაძე.

ეს არის სიბინძურე, პირწმინდად მოიტყუა ინგა გრიგოლიამ. რამდენიც უნდა იტყუონ, გადაიხადონ გადასახადი და რამდენიც უნდა იტყუონ. ბოლო წერილი, სადღაც 18 ნოემბერს გამოაგზავნა და 10 დღე ითხოვა და შემდეგ 1 ლარიც არ გადაიხადა. ყველაფერს იძახიან, რათა 1 თვე გადაავადონ. რესტრუქტურიზაცია რაც იქნება გაიგებთ, ძველ ვალზე თანაბარი პირობებია. 14 აგვისტოს გაკეთდა განცხადება, რომ ძველ ვალზე მობრძანდით დავილაპარაკოთ. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ვთხოვდით ვალების გადახდას და ისინი გრძელ პერიოდს ითხოვდნენ, შეთანხმება ვერ შედგა. მეც ვაღიარებ, რომ ძველი არასწორი იყო, მაგრამ გავაგრძელოთ და გააგრძელოს რუსთავმა და ტვ პირველმა ვალების დაგროვება? ჯერჯერობით თანხმობა მიღწეული არაა. რამდენ წლიანი შეთანხმება იქნება, ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge