png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღების შესახებ კანონთა პაკეტს

  • პოლიტიკა
  • 29.12.2015
  • 13:54
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღების შესახებ კანონთა პაკეტს

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღების შესახებ კანონთა პაკეტს.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა, კანონის ამოქმედების შემდგომ მოწმის დაკითხვა და მოწმის მიერ ჩვენების მიცემა ნებაყოფლობითი ხდება, რაცდადებითი მომენტია - სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მოწმე მხოლოდ სასამართლოს წინაშე დაიკითხება.
„რამდენიმე დანაშაულზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ისევ გადავადებულია და მათი სრულყოფილად ამოქმედება მოგვიანებით მოხდება. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ კონკრეტულდანაშაულებებზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ხელახალი გადავადება აღარ მოხდება და დასრულდება ის პერმანენტული გადავადებები, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ხდებოდა" , - განაცხადასაპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასევე, საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკვშირებულ კანონთა პაკეტს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა, რომ ცვლილებების მიხედვით, ხდება საპოლიციო წესით გამოსახლების ჩანაცვლება სასამართლო წესით.
„მიგვაჩნია, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკისშემოღებას.
თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორისა და ბიზნესისათვისდიდი მგრძნობელობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, აუცილებელია საკითხის დაყენებისთანავე მოხდეს მათ წარმომადგენლებთან კონსულტაციები, რათა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული კითხვებიაღარ ისმებოდეს",- აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge