png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საკრებულოში სამი კომისიის გაერიანებული სხდომა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 29.12.2015
  • 15:29
საკრებულოში სამი კომისიის გაერიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის,  ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 
კერძოდ, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დარგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვისთვის ორგანიზების გაწევა შპს "თბილსერვის ჯგუფს" დაევალა. 
დადებითად შეფასდა საკითხი 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ფიზიკურ პირთათვის ავტომანქანების ღირებულების ანაზღაურების წესის თაობაზე, რომლის თანახმად, ზარალის აღდგენა 2 კატეგორიის - აღდგენას დაქვემდებარებულისა  და განადგურებულის შესაბამისად მოხდება.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილების გამო რედაქტირება შეეცვალა "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით "რიყე-ნარიყალა" მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების "ზ" პუნქტს.
დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, საიჯარო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული და მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული შპს ,,მომავლის სკოლა’’. 
ასევე თანხმობა მიეცა  ა(ა)იპ "თბილისის ზოოლოგიური პარკის" მიერ უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემული ფართების მესამე პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების  დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას. 
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული "დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის" ქვეპროგრამის განხორციელების წესსა და 2015 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცებას.
დეპუტატებმა ასევე დაუჭირეს მხარი "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში განსახორციელებელ ცვლილებასაც.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საქალაქო  სამსახურების ხელმძღვანელები და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge