png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება

  • პოლიტიკა
  • 30.12.2015
  • 13:29
გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება

საქართველო უნდა გაერთიანდეს, საზოგადოება უნდა გამთლიანდეს და საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს, ეს იქნება ჩვენი უმთავრესი გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ორდღიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს და ტელემაყურებელს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენდა.

პრემიერის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობამ წარადგინა დეტალური ხედვები, როგორ გახდეს ქვეყანა უკეთესი, შეიქმნას მეტი დოვლათი და მოქალაქეებმა თავი უკეთ იგრძნონ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ორი დღის განმავლობაში საინტერესო დებატები გაიმართა.

„იყო მცდელობა, ჩვენი კონსტრუქციული, მეგობრული, თანამშრომლობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ტონალობა შეცვლილიყო. ჩვენ არ ავყევით ამ მცდელობებს და დავრჩით იმავე ტონალობაში, რა ტონალობითაც ვაპირებთ, გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. ვფიქრობთ, ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება. ეს იქნება ჩვენი მთავარი ქვაკუთხედი, ისევე, როგორც ეკონომიკის განვითარება, მეტი დოვლათის შექმნა ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის, თითოეული თანამოქალაქის წინაშე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge